უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ "უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვების შანსი არ აქვს და ევროკავშირისგან შემდგომი ფინანსური დახმარება უბრალოდ სიგიჟეა, რომელიც ევროკავშირს კლავს". იუწყება Politico.
ორბანის თქმით, "უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკურად და ფინანსურად კლავს ევროკავშირს და უბრალოდ სიგიჟეა".
"ჩვენ უკვე დავწვით 185 მილიარდი ევრო და... კიდევ უფრო მეტს დავხარჯავთ. ამ გზით ჩვენ ვაფინანსებთ ქვეყანას, რომელსაც ომის მოგების შანსი არ აქვს", - განაცხადა ორბანმა.
მან ევროპელი ლიდერები ომის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რომლებიც მომავალი სამშვიდობო შეთანხმებისთვის უკეთესი მოლაპარაკების პოზიციის მოპოვებას ცდილობენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მიდგომა არასწორია.
"სიტუაცია და დრო რუსებისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ჩვენთვის. ამის გაგრძელებას აზრი არ აქვს; შეწყვიტეთ ეს რაც შეიძლება სწრაფად", - თქვა ორბანმა.








