ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით და თუნდაც ევროკომისიის შეფასებით, შვიდიდან სამი არ არის შესრულებული, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არ არის თეორიული საკითხი, გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული სამართლებრივად დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით, თუნდაც ევროკომისიის შეფასებით, შვიდიდან სამი არ არის შესრულებული. ასე რომ, არ არის მოლაპარაკების მიზეზი უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით ახლა. წინაპირობები არ შექმნილა უნგრეთის მიერ, კომისიამ შექმნა შვიდი პუნქტი, რომელიც საჯაროა. წინაპირობა წინაპირობაა. შვიდი წინაპირობიდან სამი არ არის შესრულებული, ჩემი შეფასებით, მეტიც, მაგრამ სამი პუნქტიც საკმარისია, ვთქვათ, რომ ბიჭებო, თუ არ შეგისრულებიათ წინაპირობები, არ არის შანსი მოლაპარაკების დაწყებისთვის. სჯობს ფული მიიღო გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ აქ არ ვართ ბიზნესის საკეთებლად, ეს არ არის ვაჭრობა. ჩვენ წარმოვადგენთ მიდგომებს და პრინციპებს. უკრაინისთვის ფულის მიცემა ადვილი საქმეა. მოკლედ, ვადიან პერსპექტივაში ფული უკრაინისთვის უკვე ბიუჯეტშია. ასე რომ, არ არსებობს რაიმე დამატებითი გადაწყვეტილებები. გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტ ფულად დახმარებასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა გავცეთ გარედან. ამასთანავე უნგრეთი უნგრულ საკითხებს არ უკავშირებს უკრაინულ საკითხებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.