უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირისგან "სინათლის წლებითაა დაშორებული".

"უახლოეს თვეებში სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა გველოდება. ბრიუსელში ბიუჯეტის განხილვა, მოლაპარაკების დაწყების შესახებ უკრაინისთვის მიცემული მცდარი დაპირების გამოსწორება ასევე ჩვენი ამოცანა იქნება, რადგან უკრაინა ახლა ევროკავშირისგან სინათლის წლებითაა დაშორებული.

ევროკომისია და ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, აშკარად არღვევენ საკუთარი თამაშის წესებს", - ამბობს უნგრეთის პრემიერი.

მანამდე, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, რადგან "უკრაინას პირობები არ შეუსრულებია".