კარაკასის რამდენიმე ზონა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მათ შორის არის ქალაქის სამხრეთი ნაწილი, სადაც დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელაში ნარკოტიკებით ვაჭრობის სავარაუდო ქსელების წინააღმდეგ ახალი ზომების მისაღებად ემზადება და რომ ხმელეთზე დარტყმები "მალე" დაიწყებოდა.

2 იანვარს ვენესუელამ განაცხადა, რომ მზადაა შეერთებულ შტატებთან ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების მოსამზადებლად.