საფრანგეთში მდებარე ქარხანაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ლიონის მახლობლად, სენ ფონში, ნორვეგიული კომპანია Elkem-ის ქარხანაში მოხდა.

„ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო“, – განაცხადეს კომპანიაში. რამ გამოიწვია აფეთქება, მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

ნორვეგიული კომპანია Elkem 1904 წელს დაარსდა და ქიმიურ მასალებს აწარმოებს.

თარგმანი: პირველი  არხი