ამის შესახებ ინფორმაციას ultimasnoticias-ი ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც არგენტინამ, ჩილემ, პერუმ, კოსტა-რიკამ, პანამამ, დომინიკის რესპუბლიკამ და ურუგვაიმ არ აღიარეს გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ვენესუელაში, ვენესუელის მთავრობა ამ ქვეყნებიდან თავის დიპლომატებს გაიწვევს და ამავდროულად ამ ქვეყნების მთავრობებს ვენესუელის ტერიტორიიდან თავიანთი წარმომადგენლების გაყვანისკენ მოუწოდებს.
ვენესუელის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 51,2%-მა დაუჭირა, ოპოზიციის კანდიდატს კი 44, 2%-მა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები საერთაშორისო საზოგადოების საზოგადოების ნაწილმა აგრეთვე არ ცნო. ორშაბათს, ერთობლივ განცხადებაში, არგენტინამ, კოსტა-რიკამ, ეკვადორმა, გვატემალამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, დომინიკის რესპუბლიკამ და ურუგვაიმ დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანდასწრებით შედეგების სრული აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდეს. კუბის, ნიკარაგუას, ჩინეთის და რუსეთის მეთაურებმა მადუროს გამარჯვება მიულოცეს.