ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალური ქსელში ეხმიანება.

„ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში. ვამაყობთ, რომ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“,- წერს მიშელი.