ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად.
„კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო- ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პერმიერ-მინისტრთან,ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შერულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად”,- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.