ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის უსაფრთხოების სამიტი ევროპისთვის "გადამწყვეტ მომენტში" ტარდება და მის ფარგლებში რეგიონის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და უკრაინის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
"განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული ზომებია საჭირო. ეს გადამწყვეტი მომენტია ევროპისათვის და უკრაინისათვის, რომელიც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროპა აშკარა და თვალსაჩინო საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინას შეეძლოს თავდაცვა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ხელის შეწყობა" - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
"ჩვენ მივესწრაფვით მშვიდობისკენ ძალის მეშვეობით, სწორედ ამიტომ, დღეს ლიდერებს წარვუდგენ ReArm Europe-ის გეგმას, რომელიც თავდაცვაში 800 მილიარდ ევრომდე ინვესტიციას ითვალისწინებს" - აღნიშნა ევროკომისიის ლიდერმა.