უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა.
პიტერ მაგიარმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
„თავისუფლება ყოველი უნგრელის წინაპართაგან მიღებული უფლებაა. თავისუფლების არსებობა ხშირად არც კი შეიმჩნევა, მაგრამ მისი არარსებობა კლავს“, – განაცხადა პიტერ მაგიარმა.
მისივე თქმით, უნგრეთი ევროპული საზოგადოების და ნატო-ს ნაწილია და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა აუცილებელია.
პიტერ მაგიარის განმარტებით, „მოქალაქე არის ის, ვინც არ აძლევს ლიდერებს უფლებას, მათ უწოდონ მწერები, რომლებიც უნდა გათელონ“.
ამასთან, პიტერ მაგიარმა საარჩევნო დაპირებებიც ჩამოთვალა. „ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანა შედეგების გარეშე“, – განაცხადა „ტისას“ ლიდერმა. პიტერ მაგიარის თქმით, აკრძალავს პროპაგანდას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მაქსიმუმ ორი ვადით იქნება შესაძლებელი და ეს სხვა თანამდებობებზეც გადაიხედება.
პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრელი ხალხის ნებას 30 ვერცხლის მონეტისთვის უღალატა, რაც, მისივე თქმით, სამმაგი სირცხვილია.
ამასთან, პიტერ მაგიარის განცხადებით, 12 აპრილს „ტისა“ ისეთ გამარჯვებას მოიპოვებს, რომელსაც არა მხოლოდ მთვარიდან, არამედ კრემლიდანაც დაინახავენ.
„მე, პეტერ მაგიარი, ვფიცავ, ვემსახურები ყველა უნგრელს, როგორც აქ, ასევე საზღვრის მიღმა. ვფიცავ, რომ ჩემი ქვეყნის ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ისტორიული ჭრილობების შესახორცებლად“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა.
თარგმანი: პირველი არხი









