კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები არიან მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური „ტისა“.

არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 პროპორციულად. პარლამენტში მოხვედრისთვის პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება. პირველი შედეგები კი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არჩევნებს ეუთოს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.