არ ვიცოდი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ჯარისკაცების გაგზავნას აპირებდა, ეს სკანდალია, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს უნდა მოხდეს ისე, რომ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელი ან მთავრობის თავმჯდომარე მოკავშირე ქვეყანას ემუქრებოდეს.

„პირველ რიგში, გუშინდელ დღემდე არც კი ვიცოდი, რომ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში რიგით ჯარისკაცებს გაგზავნიდა. ეს ვიქტორმა მითხრა. შემდეგ კი წავედი, მოვიძიე ინფორმაცია და თითქმის არ დავიჯერე, რომ სიმართლე იყო, მაგრამ სიმართლეა. ეს სკანდალურია.  ეს აბსურდია, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ვენსმა.