უნგრეთის მმართველი პარტია Fidesz, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, 2022 წლის ივლისიდან აფერხებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს და ამტკიცებს, რომ შვედი პოლიტიკოსები "ცალსახად ტყუილს" ამბობენ უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა აგნეს ვადაიმ განაცხადა, რომ ორბანის პარტიის დეპუტატებმა შვედეთის განაცხადის რატიფიცირებაზე კენჭისყრის ჩატარების წინადადება დაბლოკეს.

მისი თქმით, შემდეგი მცდელობა 6 ნოემბრის საპარლამენტო სესიაზე იქნება.

უნგრეთის და თურქეთის მიერ შვედეთის ნატოში ინტეგრაციის შეფერხებამ სხვა მოკავშირეების იმედგაცრუება გამოიწვია, რომლებიც სწრაფად დათანხმდნენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღებას.