სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქტების ექსპორტის დროებითი აკრძალვის მოხსნაზე უარის თქმის გამო, უკრაინა პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ ეს ქმედებები სამართლებრივად არასწორია“, - განაცხადა ტარას კაჩკამ.
„ვფიქრობ, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ იქცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებთან და საკუთარ გაერთიანებასთან, რადგან ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა სახელმწიფოებზეც“, - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ქმედებები უნდობლობის გამოცხადებაა ევროკომისიისადმი.