იტალიური ოპერა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს. იტალიური ოპერა ფლორენციაში, მედიჩების ოჯახის კარზე 1500-1600-იან წლებში ვითარდებოდა.
UNESCO-ს განცხადებით, სიაში შეიყვანა ოთხსაუკუნოვანი ხელოვნება, რომელიც მოიცავს კოსტიუმებს, დრამასა და მუსიკას.
"ეს არის ოფიციალური დადასტურება იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით: საოპერო სიმღერა მსოფლიო ბრწყინვალებაა", - განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა,
UNESCO-მ იტალიური ოპერა აღწერა, როგორც "სიმღერის ფიზიოლოგიურად კონტროლირებადი მღერა, რომელიც აძლიერებს ხმის ტარების ძალას აკუსტიკურ სივრცეებში, როგორიცაა ამფითეატრები და ეკლესიები".