იუნესკომ უკრაინის ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამის შესახებ CNN წერს.
იუნესკოს კონვენციით, წევრები, მათ შორის რუსეთი და უკრაინა, ვალდებულნი არიან „არ მიიღონ მიზანმიმართული ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აზიანებენ მათ ან კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მემკვიდრეობას“.
იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ოდესას ომისგან დაცვას.
„ოდესა, თავისუფალი ქალაქი, მსოფლიო ქალაქი, ლეგენდარული პორტი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა კინოს, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ამგვარად მოქცეულია საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერებული დაცვის ქვეშ.
სანამ ომი გრძელდება, ეს წარწერა განასახიერებს ჩვენს კოლექტიურ გადაწყვეტილებას, უზრუნველვყოთ, რომ ეს ქალაქი დაცული იქნება შემდგომი განადგურებისგან.”თქვა აზულემ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უკრაინას მისცემს შესაძლებლობას ტექნიკურ და ფინანსურ საერთაშორისო დახმარებაზე ქალაქის ცენტრის დასაცავად და რეაბილიტაციისთვის.