ბოლო კვირის განმავლობაში მესამედ უკრაინამ კასპიის ზღვაში რუსეთის ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე დრონებით იერიში მიიტანა.

შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულ მედიას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უწყებაში წყარომ განუცხადა, სპეციალური ოპერაციების ცენტრის დრონებით თავდასხმა განხორციელდა კომპანია „ლუკოილ-ნიჟნევოლჟსკნეფტის“ კუთვნილ პლატფორმაზე. არსებული ცმობებით, იერიშის შედეგად დაზიანდა ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, შეჩერდა საწარმოო პროცესები.

კასპიის ზღვაში რუსეთის ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე დრონებით თავდასხმა 11 და 12 დეკემბერსაც განხორციელდა.

თარგმანი: პირველი არხი