უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხში მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის თქმით, ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა აშშ-ს წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დასრულდა.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ამავდროულად, ლიტვინის თქმით, ზელენსკი უკვე მივიდა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან  შესახვედრად, რაც აშშ-ს დელეგაციასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი.

მოგვიანებით ზელენსკი ევროპელი ლიდერების უფრო ფართო შემადგენლობას: საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, იტალიის და ფინეთის ლიდერებს შეხვდება.