ასეთი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ, პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე, „სტრატეგიული კიდობანი“, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
უკრაინა ცდილობს დაასრულოს რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი, რადგან ომის ერთი დღე ჩვენს ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება. თუმცა, ყველაზე მაღალი ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის ევროპის და არამხოლოდ მისი დაცვისთვის, უკრაინელი ჯარისკაცების სისხლია, - განაცხადა ანდრიი სიბიგამ.
„ჩვენ საკვანძო მომენტში, გარდამტეხ მომენტში ვართ. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც დრო შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ დაიწყოს მუშაობა“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რუსეთის ეკონომიკა მოწყვლადია, მაგრამ კრიტიკული ეტაპი ჯერ არ დამდგარა.
„დიახ, მათ ბრძოლის ველზე დანაკარგები აქვთ, მაგრამ იქაც რაღაც ხდება. ცოტა ხნის წინ მათ სოციალურ მედიაში გარკვეული შეზღუდვები ვნახეთ. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ფაქტებს პუტინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მის მოსახლეობაში. მხარდაჭერა - მცირდება. და ამასთან ერთად, გვაქვს ჩვენი სადაზვერვო ინფორმაცია, გვაქვს შეფასებები ჩვენი პარტნიორებისგან - იქ რაღაც ხდება. ამიტომ, ჩვენ ასევე გვაქვს იმპულსი, გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა“, - აღნიშნა სიბიგამ.
ეს წელი შეიძლება იყოს გადამწყვეტი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენთვის, უკრაინისთვის, ომის ერთი დღე დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ღირს; არამხოლოდ ევროპის ისტორია იწერება ახლა უკრაინელი ჯარისკაცების სისხლით, სიცოცხლეების დაკარგვა კი უკრაინისთვის ყველაზე რთულია, - თქვა სიბიგამ და დასძინა:
„ჩვენ გვსურს ამ ომის დასრულება და ერთადერთი გზა - სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა“.




