ამერიკაში ვიზიტით მყოფმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს კონგრესს მიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.
ზელენსკიმ მოუწოდა ამერიკელებს, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარება გააგრძელონ:"თქვენი ფინანსური დახმარება, არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა - გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით."
უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესის წევრებს მოუწოდა, რომ გააგრძელონ სანქციების დაკისრება რუსეთისთვის, რათა "აგრესიაზე პასუხისმგებლობა, ტერორისტებს დაეკისროთ." მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერს მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და დაამატა, რომ განხორციელებაში, მონაწილეობის მიღება, კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია.
"გასულ წელს, ბახმუტში 70,000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა რამდენიმეა დარჩენილი, ამ მიწის ყოველი ნაწილი, სისხლით არის გაჟღენთილი" - ზელენსკიმ ეს მაგალითი, რუსების ქმედებების აღსაწერად მოიყვანა, მაგრამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინა დანებებას არ აპირებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ელექტროენერგიის არქონისა და ომის სისასტიკის მიუხედავად, მათი "რწმენა არ ჩაქრება" და უკრაინელები შობას მაინც აღნიშნავენ.
გამოსვლის ბოლოს, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა "ცოცხალია" ამ ომში სრულ გამარჯვებას მიაღწევს.
უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლამ, ამერიკელი პოლიტიკოსების ტაშისა და ოვაციების ფონზე ჩაიარა.