ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვართან მდებარე ქალაქ ბელგოროდს უკრაინული „Olcha"-ს და ჩეხური „Vampire"-ის ტიპის რაკეტებით დაარტყეს, - წერს რუსული პრესა თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაკეტების და ჭურვების უმეტესი ნაწილის გაუვნებელყოფა დროულად მოხდა, მაგრამ რამდენიმე ჭურვის და რაკეტის ფრაგმენტის ბელგოროდში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 14 და და დაშავდა 108 ადამიანი.
პრესა აღნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის 2 ბავშვია, 15 დაშავებული ბავშვიდან კი 4 მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შედეგად 39 კაცი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა. უცხოური პრესა წერდა, რომ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს რუსეთმა ერთდროულად 100-მდე რაკეტა გაუშვა და ეს თავდასხმა მას არანაკლებ 1,2 მილიარდი დოლარი დაუჯდა.