ოკუპირებულ ყირიმში კრემლის მიერ დანიშნულმა ე.წ მთავრობამ 26 ივნისს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში უკრაინამ ნახევარკუნძულზე იერიშები გააძლიერა, რამაც ყირიმის სხვადასხვა ნაწილში ენერგომომარაგების შეწყვეტა და საწვავის დეფიციტი გამოიწვია.
რუსული სამთავრობო მედია ადასტურებს, რომ ყირიმის ე.წ ლიდერმა, სერგეი აქსიონოვმა, ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"სევასტოპოლის გუბერნატორ მიხაილ ვლადიმიროვიჩ რაზვოჟაევთან ერთად, გადაწყდა, რომ ხელი მოეწეროს ყირიმის რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რეგიონული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ეს გადაწყვეტილება ძირითადად ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად იქნა მიღებული." – განაცხადა აქსიონოვმა Telegram-ზე.




