უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დასავლეთში ჩამოვარდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენი სუ-24მ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაიღუპნენ მფრინავი და შტურმანი.

ბომბდამშენმა კატასრტოფა 16 ივნისს საღამოს 19 საათისთვის განიცადა ხმელნიცკის ოლქში, სადაც, საჰაერო ძალების ინფორმაციით, დავალებებს ასრულებდა. კატასტროფის გარემოებებისა და მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მაშველები და სამართალდამცავი ორგანოები. წინასწარი ინფორმაციით, სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულები არ არიან.