უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავი ზღვის აკვატორიაში მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს, რის შედეგადაც რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 20-მდე ხომალდი დაზიანდა ან მწყობრიდან გამოვიდა.
სამხედრო დაზვერვის ცნობით, ოპერაცია მიმართული იყო იმ სატვირთო და საწვავის გადამზიდავი გემების წინააღმდეგ, რომლებსაც მოსკოვი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსული ენერგორესურსების ექსპორტისთვის და სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებს.
დარტყმები განხორციელდა იმ გემებზე, რომლებიც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია. ეს ხომალდები ხშირად გათიშული საიდენტიფიკაციო სისტემებით გადაადგილდებიან და საერთაშორისო საზღვაო ნორმების დარღვევით ახორციელებენ ტვირთების გადაზიდვას.
უკრაინული მხარის განცხადებით, დაზიანებული გემების ნაწილი, მძიმე დაზიანებების გამო, ვეღარ განაგრძობს ექსპლუატაციას, რაც რუსეთის საზღვაო ლოგისტიკურ ჯაჭვს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
სტრატეგიული მნიშვნელობის ოპერაცია მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკური შემოსავლების შემცირებას და შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო-საზღვაო აქტივობის შეზღუდვას.
"ეს არის გაფრთხილება ყველასთვის, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით დახმარებას უწევს. შავი ზღვა აღარ არის უსაფრთხო ადგილი ოკუპანტის ლოგისტიკისთვის", - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებაში.




