უკრაინის საჰაერო ძალები რუსეთის ნოვგოროდის ოლქში სამხედრო ბაზას უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ. თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს მე-13 არსენალი.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრიი კოვალენკოს ცნობით, მისი ინფორმაციით, აღნიშნული არსენალი მდებარეობს ქალაქ კოტოვოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 680 კილომეტრში.
"მე-13 არსენალის ბაზაზე ინახება ჭურვები არტილერიისთვის, ნაღმები ნაღმტყორცნებისთვის, რაკეტები "გრადის", "სმერჩის" და "ურაგანის" რეაქტიული სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე "ისკანდერის" ტიპის რაკეტები, "ეს-300"-ის და "ეს-400"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და საბრძოლო მასალა "ტორის" კომპლექსისთვის", - განაცხადა კოვალენკომ.
ასევე კოვალენკოს ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობსაც დაარტყეს.
"ბელგოროდის ოლქში კომპანია EFKO-ს ქარხანაზე შეტევა განხორციელდა, რომელიც საჯაროდ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სინამდვილეში კი სატვირთო დრონებს ამზადებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო მიზნებისთვის იყენებს", - წერს კოვალენკო.