უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. სახლში 44 უკრაინელი დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თქმით, უკრაინაში დაბრუნებულთა შორისაა 36 რიგითი და 6 ოფიცერი -  არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები და მეზღვაურები.

„ადამიანები იცავდნენ მარიუპოლს. "აზოვსტალს“ ხერსონის ოლქს, ებრძოდნენ მტერს აღმოსავლეთში“, - წერს ერმაკი.

მისივე ინფორმაციით, ტყვეობიდან ასევე გაათავისუფლეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსული მედიის ცნობით უკრაინამ რუსეთს 40 სამხედრო გადასცა.