საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. 

„უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. 

დარწმუნებული ვარ, თქვენი სიბრძნითა და სულიერი სიმშვიდით ღირსეულად გააგრძელებთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან და საპატიო მისიას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ll-მ.

მჯერა, თქვენი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ეკლესია, ერის ერთობა და სულიერი სიმტკიცე.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე და მფარველი!„ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.