99 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაასვენეს, – ამის შესახებ 12 აპრილს უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება.
„კერძოდ, შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი 77 დამცველის, ზაპოროჟიეს მიმართულებიდან 20 დაღუპული ჯარისკაცის და ხარკოვის მიმართულებიდან ორი დამცველის ცხედრის რეპატრიაცია“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
შტაბი აღნიშნავს, რომ ცხედრებსა და ნეშტებს ჯერ ექსპერტიზაზე გაასვენებენ იდენტიფიცირებისთვის, შემდეგ ოჯახებს გადასცემენ დასაკრძალად.
მარტის ბოლოს შტაბმა 121 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნების შესახებ განაცხადა.