2025 წელს, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა ჩეხეთისგან დამატებით 400 ათას საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა 20 მაისს ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელ პეტრ ფიალასთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა. 

მისივე თქმით, პრაღა უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას სულ უფრო ზრდის.

გარდა ამისა, შმიგალის თქმით, ჩეხეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული უკრაინის აღდგენის პროგრამა 2030 წლამდე გაგრძელდა, ხოლო წლიური დახმარების ოდენობა 43 მილიონ დოლარზე მეტი გახდება.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, პრაღამ კიევს 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.