საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური".
"საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა.
ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.
After reviewing the OSCE ODIHR report on the election in Georgia, I reiterate what I said earlier: the de facto Georgian Dream government is not legitimate. President @Zourabichvili_S is the only legitimate force. Any new government must be formed through free and fair elections.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) December 22, 2024