ჩემი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს "დიქტატურის ხელში" მოქცევა არ უნდა იქნეს დაშვებული.

"საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველების წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღებას აგრძელებს. ჩემი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი "ქართული ოცნების" გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა. არ შეგვიძლია გვერდით გავდგეთ და დავუშვათ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს", - წერს ჯო უილსონი.