ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება გადაიფიქრა.
სექტემბრის ბოლოს UEFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები ტურნირებზე დაუშვა. ასოციაციის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა ინგლისი, პოლონეთი, შვედეთი, დანია, ლატვია, ლიტვა და ნორვეგია. ქვეყნების ასოციაციებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ნაკრებს არ ეთამაშებიან. UEFA გადაწყვეტილება სავარაუდოდ სხვა ქვეყნებისგან წამოსული წნეხის გამო შეცვალა.
თამაშებზე დაშვების შემთხვევაში რუსეთის ნაკრებები არ ითამაშებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე თამაშის დროს აკრძალული ექნებოდათ დროშის, ჰიმნის და ეროვნული ფორმის გამოყენება.
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებისთვის შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება FIFA-მაც მიიღო.