რადიკალურმა დაჯგუფება "ჰამასმა" შესაძლოა, დღეს 50-მდე მძევალი გაათავისუფლოს. საუბარია ისრაელის არამოქალაქეებზე და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე. ამის შესახებ Times of Israel წერს.
ჟურნალისტების თქმით, მოლაპარაკებები კატარის შუამავლობით მიმდინარეობს. წითელი ჯვრის მანქანები უკვე მივიდნენ ღაზას სექტორისა და ეგვიპტის საზღვართან, სადაც, სავარაუდოდ, გატაცებულთა გადაყვანა მოხდება.
ორშაბათს ნაშუადღევს ისრაელმა შეაჩერა ღაზას სექტორის დაბომბვა სავარაუდოდ, ტყვეების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. Haaretz-ის ცნობით, "ჰამასის" მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა შესაძლოა, ღაზაში საწვავის მიწოდების აღდგენა იყოს.
საერთო ჯამში, "ჰამასის" მძევლობაში, ბოლო მონაცემებით, 222 ადამიანი იმყოფება. მათ შორის 9 თვიდან 16 წლამდე 30-მდე ბავშვია. 20 ოქტომბერს "ჰამასმა" გაათავისუფლა ორი მძევალი - დედა და ქალიშვილი, რომლებსაც აშშ-ის მოქალაქეობა აქვთ.