თურქული პრესა ქართველი მაშველების მიერ ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალის ცოცხლად ამოყვანაზე წერს.
საქართველოდან ადიამანში ჩასულმა სპეციალურად გაწვრთნილმა მაშველთა ბრიგადამ მთელი ღამის განმავლობაში წარმოებული სამაშველო სამუშაოების შედეგად ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანა, - წერს პორტალი gazeterize.
როგორც gazeterize აღნიშნავს, საქართველოდან თურქეთში მაშველთა 60-კაციანი ბრიგადაა ჩამოსული და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით უახლოეს საათებში დამატებით კიდევ 40 მაშველი გაიგზავნება