ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა აქვეყნებს.
თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვედატ იშიხანმა განაცხადა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან მინიმალური ხელფასი 17 002 ლირას (578 დოლარს) გაუტოლდება.
მინიმალური ხელფასის ოდენობა ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ დგინდება, თუმცა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ივლისში მის შუალედური ზრდა ხდებოდა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმალური ხელფასის ოდენობა ასე იცვლებოდა:
2019 წელი - 2 020 ლირა
2020 წელი - 2 324 ლირა
2021 წელი - 2 825 ლირა
2022 წლის იანვარი - 4 253 ლირა
2022 წლის ივლისი - 5 500 ლირა
2023 იანვარი - 8 506 ლირა
2023 ივლისი - 11 402 ლირა
2024 წლის იანვარი - 17 002 ლირა




