თურქეთის მეტეოროლოგიის მთავარი სამმართველოს ცნობით, თურქეთში ჰაერის ისტორიული ტემპერატურის რეკორდი - 50.5° ცელსიუსით - 25 ივლისს შირნაკის პროვინციის სილოპის რაიონში მოიხსნა.  

თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მეტეოროლოგიის სამმართველოს ცნობით, ივლისში რეკორდული - სეზონურ ნორმაზე დაახლოებით 12°-ით მაღალი - ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა.

თურქეთში, ჰაერის ტემპერატურის ყველა დროის რეკორდი, 49,5° ცელსიუსით, რომელიც 2023 წლის 15 აგვისტოს ესქიშეჰირის სარიჯაკაიას რაიონში იყო დაფიქსირებული, მოიხსნა პარასკევს, 25 ივლისს, შირნაქ-სილოპიში, სადაც 50.5° დაფიქსირდა. 

იმავე დღეს, „ყველა დროის ყველაზე მაღალი ივლისის ტემპერატურა“ 132 ტემპერატურის საზომ ცენტრში დაფიქსირდა.

სილოპის გარდა, 25 ივლისს ჰაერის ტემპერატურამ კიდევ ხუთ სადგურზე 49° ცელსიუსს ან მეტს მიაღწია. მარდინის კიზილთეფეს რაიონში ტემპერატურა 49,6° იყო, შირნაქის კიზრეს რაიონში 49,4°, მარდინის ნუსაბინის რაიონში 49,3°, სიირტის ქურთალანის რაიონში 49,1° და შანლიურფის ჯეილანპინარში 49,0°