თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ძალების შესაძლო განთავსების საკითხის განხილვამდე უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული, – ამის შესახებ სამინისტრის ბრიფინგზე განაცხადეს.

მიმდინარე კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კონტინგენტში, რომლის განთავსებაც უკრაინაში განიხილება, შევლენ ფრანგი, ბრიტანელი და თურქი სამხედროები.

„პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. შემდეგ უნდა შეიქმნას მისიის ჩარჩო მკაფიო მანდატით და უნდა განისაზღვროს, რა დონით შეიტანს თითოეული ქვეყანა წვლილს“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე მაკრონის განცხადებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

თარგმანი: პირველი არხი