თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო პირველ ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს.

საარჩევნო საბჭოს ცნობით, ბიულეტენების 55 პროცენტი დათვლილია და, წინასწარი შედეგებით, 54 პროცენტით ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 45 პროცენტი აქვს.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, დათვლილია 26 მილიონი ხმა.