თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოახდინოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ინტენსიურად მუშაობს შვედეთის NATO-ში რატიფიცირების საკითხზე, რომელიც ამჟამად განიხილება თურქეთის პარლამენტში. მან დაასახელა სავარაუდო ვადები წლის ბოლომდე, როდესაც შვედეთი შეძლებს შეუერთდეს ალიანსს.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტისთვის, რომელიც ბრიუსელში 28-29 ნოემბერს იმართება, ალიანსის ზოგიერთი წვერი ქვეყანა იმედოვნებდა, რომ შვედეთის რატიფიცირება დასრულებული იქნებოდა.
თუმცა Reuters გასულ კვირას იუწყებოდა, რომ თურქეთმა ალიანსს აცნობა, რომ შვედეთის რატიფიცირების პროცესი 28 ნოემბრისთვის ვერ დასრულდებოდა.