მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოების თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ მოისმენს ინფორმაციას.

დავით სონღულაშვილი კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს: „ცივის ყველი“, „მეღვინეობა ვინე პონტო“ და „ბაბანეურის მარანი“ დაათვალიერებს.

მინისტრთან ერთად იმყოფება კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.