თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის კენჭისყრა გადადო. იუწყება Reuters

კომისიის თავმჯდომარემ, ფუატ ოქთაიმ განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომი მოლაპარაკებები გაიმართება და შესაძლოა, კანონპროექტი დღის წესრიგში მომავალ კვირას დაბრუნდეს.

„იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა კანონმდებელმა მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, ისინი სრულად უნდა იყვნენ დარწმუნებული. ჩვენ განვიხილავთ ამ ყველაფერს მომდევნო კომისიის სხდომაზე“, – განუცხადა ოქთაიმ ჟურნალისტებს.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს. თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის ნატოში მიღების დოკუმენტების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.