ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავი წარადგინა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ახალი წყალქვეშა ნავი არის საზღვაო ძალების ბირთვული იარაღით აღჭურვის ნაწილი.
მისივე თქმით, წყალქვეშა ნავი შეასრულებს თავის საბრძოლო მისიას, როგორც ჩრდილოეთ კორეის „საზღვაო ძალების ერთ-ერთი ძირითადი წყალქვეშა შეტევითი საშუალება“.
წყალქვეშა ნავი შეუერთდა ფლოტს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის წყლებში პატრულირებს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში ჩრდილოეთ კორეის ნაბიჯს „სამწუხარო“ უწოდეს.