19 ივლისის ღამეს ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
წინასწარი მონაცემებით, რაკეტებმა იაპონიის ზღვას გადაუფრინეს და იაპონიის ეკონომიკური ზონის გარეთ დაეცა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები მისი დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაუშვა, ორივე მათგანი მაქსიმუმ 50 კმ სიმაღლეზე გაფრინდა.
დღეს გაშვებულმა პირველმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 550 კმ იფრინა, მეორემ - 600 კმ.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი რაკეტა "არასწორი ტრაექტორიით გაფრინდა," ანალიზი ჯერ კიდევ გრძელდება.
"ჩრდილოეთ კორეის რიგი ქმედებები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების განმეორებითი გაშვება, საფრთხეს უქმნის იაპონიის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ასეთი ბალისტიკური რაკეტების გაშვება ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას," - ნათქვამია განცხადებაში.