ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, - ამის შესახებ იაპონიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებები იტყობინებიან.
ახალი რაკეტის გამოცდა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი წვრთნის დასრულებას დაემთხვა, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ მკაცრად დაგმო. 11-დღიანი სწავლების საჰაერო კომპონენტში იაპონიაც იყო ჩართული.