საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება , - ასე ეხმიანება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვნების დასანქცირებას.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა საპოლიციო ძალების მაღალჩინოსნები, მათ შორის, შს მინისტრი და "ხარება" დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირები არიან:

ვახტანგ გომელაური — შინაგან საქმეთა მინისტრი;

ალექსანდრე დარახველიძე — შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

სულხან თამაზაშვილი — თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

ზვიად ხარაზიშვილი — განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;

მილერი ლაგაზაური — განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.