ერისადმი მიმართვის დროს, რომელიც დღეს, გრინვიჩის დროით 01:00 საათზე დაიწყო,  ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანთან ომი სულ მცირე რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ მიაღწია სწრაფ და გადამწყვეტ გამარჯვებებს, რომ ისინი ძალიან ახლოს არიან საბოლოო გამარჯვებასთან და მის მისაღწევად დააწესა ვადები - დაახლოებით ორიდან სამ კვირამდე.

ტრამპის თქმით, რომ ის უკიდურესად კრიტიკული იქნება ნატოს მიმართ. ისე, რომ ნატო კონკრეტულად უხსენებია, მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღების და სრუტის შემდგომი დაცვისკენ 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძირითადი სტრატეგიული მიზანი მიღწეულია და ამერიკული ძალები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გააგრძელებენ დაბომბვას.

არსებითად, მან თქვა, რომ ირანს დაბომბავენ „ქვის ხანაში“ დაბრუნებამდე.  

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას დაიწყებს და მის ყველა ელექტროსადგურს, სავარაუდოდ, ერთდროულად, ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებენ.