ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიის მედია ავრცელებს.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ამერიკელი კოლეგის გადაწყვეტილების საპასუხოდ საგარეო ვაჭრობის მინისტრს ამერიკულ საქონელზე ტარიფების 25%-ით გაზრდა უბრძანა - წერს efe.com
პეტრო საგარეო ვაჭრობის სამინისტროს მოუწოდებს იმუშაოს ექსპორტის გაზრდაზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გარდა შეერთებული შტატებისა.
პროდუქტი, რომელიც შემოდის შეერთებული შტატებიდან, გაძვირდება ტარიფის ზრდის გამო და მისი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ეროვნული პროდუქციით. ამ მხრივ მწარმოებლებს მთავრობა დაეხმარება, - ამბობს კოლუმბიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ეკონომიკური ძლიერების და ამპარტავნობის გამო, შეიძლება შეეცადონ მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს გააკეთეს ჩილეში ალიენდეს დროს, თუმცა მას ამის არ ეშინია.
შენ მომკლავ, მაგრამ მე გადავრჩები ჩემს ქალაქში. შენ არ მოგწონს ჩვენი თავისუფლება, მე კი ხელს არ ვართმევ მონებით მოვაჭრეებს. მე ქედს ვიხრი ლინკოლნის მემკვიდრეების წინაშე. ისინი არიან შეერთებული შტატები. დამამხეთ მე, პრეზიდენტო და ამერიკა და კაცობრიობა გიპასუხებენ. თქვენ ვერასდროს ვერ შეძლებთ, რომ გვმართოთ. მეომარს, რომელიც ჩვენს მიწებზე დაქროდა და თავისუფლებისკენ მოუწოდებდა, ბოლივარი ჰქვია და იგი თქვენი წინააღმდეგია. ჩვენი ხალხი ცოტა მფრთხალია, ცოტა მორიდებულია, არის გულუბრყვილო და კეთილი და ჭარბ სიყვარულიანი, მაგრამ შეძლებს უკან დაიბრუნოს პანამის არხი, რომელიც თქვენ ძალით წაგვართვით. ბოკას-დელ-ტოროში (თანამედროვე პანამა, ყოფილი კოლუმბია) მთელი ლათინური ამერიკიდან განისვენებს თქვენ მიერ მოკლული ორასი გმირი. თქვენი ბლოკადის არ მეშინია. შემატყობინეს, რომ თქვენ აწესებთ 50%-იან გადასახადს შეერთებულ შტატებში ჩვენი ადამიანური შრომის ნაყოფის იმპორტზე და მეც იმავეს ვაკეთებ, - წერს კოლუმბიის პრეზიდენტი X-ზე.
კოლუმბიის მედიის ცნობით, პეტრომ მიგრანტების „ღირსეული დაბრუნებისთვის“ საპრეზიდენტო თვითმფრინავის გამოყენების შესახებ გასცა განკარგულება და ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის (Celac) 33 ქვეყანა მიგრაციული კრიზისის მოსაგვარებლად მოიწვია.