ამის შესახებ შეერთებული შტატები პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე აფრთხილებს, რომ ტარიფები ერთ კვირაში 50 პროცენტამდე გაიზრდება.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ დაბლოკა სამხედრო თვითმფრინავების სადეპორტაციო ფრენები.
საბაჟო ტარიფების გაზრდასთან ერთად ტრამპი ითხოვს კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის და ყველა მოკავშირისა და მხარდამჭერისთვის მოგზაურობის აკრძალვა და ვიზების დაუყოვნებლივ გაუქმებას, სავიზო სანქციებს კოლუმბიის მმართველი პარტიის წევრების და ოჯახის წევრებისთვის, კოლუმბიის ყველა მოქალაქის მიმართ საბაჟო და სასაზღვრო შემოწმების პროცედურის გამკაცრებას, სახაზინო, საბანკო და ფინანსური სანქციების დაწესებას.
„ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია“, - წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.