აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ულტიმატუმი წაუყენა, თუკი ის უკრაინას დაესხმებოდა თავს. ამის შესახებ მან WSJ-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ვლადიმერს ვუთხარი, თუ უკრაინას დაესხმები თავს, ისე გაგარტყამ, რომ ვერც კი დაიჯერებ. სწორედ მოსკოვის ცენტრში დაგარტყამ. ვუთხარი, რომ მეგობრები ვართ და არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა არჩევანი არ მექნება. მე ვუთხარი, იმდენად ძლიერად დაგარტყამ, რომ ამ გუმბათებს თავიდან წაგაძრობ, რადგან მე ვიცი, რომ ის ამ გუმბათების ქვეშ ცხოვრობს", – აღნიშნა ტრამპმა.