აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უგულებელყოფს ჯო ბაიდენის რჩევებს და აღნიშნა, რომ ისრაელი ამის გამო ომში უკეთეს მდგომარეობაშია.

პენსილვანიაში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ბაიდენი გააკრიტიკა, რომ თითქოს ნეთანიაჰუს უთხრა - "ნუ გააკეთებ ამას, არ გააკეთო" - ღაზაში ჰამასის და ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.

"ბიბიმ მას არ მოუსმინა და გეტყვით, ისინი ახლა ბევრად უფრო ძლიერ მდგომარეობაში არიან, ვიდრე სამი თვის წინ... მსგავსი არავის უნახავს," - თქვა ტრამპმა. სავარაუდოდ, ის ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების მკვლელობების სერიას გულისხმობდა.  

რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე თქვა, რომ ნეთანიაჰუ მას შაბათს ესაუბრა.

"ნეთანიაჰუმ თქვა: წარმოუდგენელია ის, რაც მოხდა. და მე ვუთხარი: საკმაოდ წარმოუდგენელია," - თქვა ტრამპმა და დასძინა: "მაგრამ ის არ მოუსმენდა ბაიდენს, რადგან რომ მოესმინა, ისინი არ იქნებოდნენ ამ მდგომარეობაში."